მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

5ce4310fde55a
მიშა ხაჩიძე
21.05.19 23:40
579
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება.

როგორც მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, მასობრივი გამოსვლების შედეგად, სოხუმსა და სხვა საკურორტო ზონებში, სასტუმროებში ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა.

მისივე ინფორმაციით, ძირითადად ტურისტები რუსეთიდან ჩადიან, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, რუსული ტურისტული სააგენტოები შეშფოთებულები არიან და მსურველებს მოგზაურობისგან თავს შეკავებისკენ მოწუოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის აქციები გუშინ დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ივლისიდან შემოდგომაზე გადადებაზე უარი თქვა.

დემონსტრანტები ე.წ. არჩევნების გადადებას ოპოზიციონერი კანდიდატის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ.