18.მარტი .2016 18:40

OECD: საქართველოს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება

views 994
უკან

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. აღნიშნული ანგარიში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმმა გამოაქვეყნა, რომელმაც საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დაამტკიცა. საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, საქართველოს მიერ პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა