01.აპრილი .2016 17:40

Oculus-მა ვირტუალური რეალობის სათვალე Rift-ი გაყიდვაში ჩაუშვა

views 3477
უკან

Oculus-მა ვირტუალური რეალობის სათვალე Rift-ი გაყიდვაში ჩაუშვა. Oculus-ი Facebook-ის შვილობილია. ახალი პროდუქტის მიღება პირვლად იმ ინვესტორებს ერგოთ წილად, რომელთა შეკვთებიც ჯერ კიდევ 2012 წელს პროექტის დაწყებისას დარეგისტრირდა.
 
მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ ვირტუალური რეალობა ახალი, წამყვანი კომპიუტერული პლატფორმა გახდება და მომავალში ამ მიმართულებით, კონკურენცია გაიზრდება. Reuters-ი წერს, რომ ამ სტილის მოწყობილობის გამოშვებას წელსვე უკვე გეგმავენ HTC და Sony. მათი პროდუქტის მიზანი კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის დამატებითი შეგრძნებების შექმნაა.

Oculus Rift-ი 599 აშშ დოლარი ღირს, კომპლექსში არის დისტანციური მართვის პულტი, აუდიოსისტემა, სენსორი და Xbox One-ის უკაბელო ჯოისტიკი. Oculus Store-ში უკვე ხელმისაწვდომია 30-ზე მეტი თამაში, მალე მაღაზიაში გამოჩნდება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც.