მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნუცა აბრამიშვილი: "როსპოტრებნადზორის" განცხადებას ვაფასებ, როგორც გაფრთხილებას"

5d10c6a881b7e
ელენე გოგბერაშვილი
24.06.19 16:45
2646
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, „როსპოტრებნადზორის“ განცხადება, სადაც ის ქართულ ღვინოს ხარისხს უწუნებს და კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს, მხოლოდ საბაბია და ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის ეს ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო.

„სამწუხაროდ, ქართული მეღვინეობის სექტორი კვლავ მძლავრად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ჩვენს შემთხვევაში რისკი ნაკლებია, რადგან ჩვენი ექსპორტის მხოლოდ 3%-ს ვყიდით რუსულ ბაზარზე. მუდმივად ვსაუბრობდით, რომ რუსეთი არის სარისკო ბაზარი. ჯერ პოლიტიკური რისკები არსებობდა, შემდეგ უკვე ეკონომიკური რისკი, რაც რუბლის დევალვაციამ გამოიწვია. „როსპოტრებნადზორის“ ამ ნაბიჯს შევაფასებდი, როგორც გაფრთხილებად. ეს ბიზნესს დაუჯდება ძვირი, მაგრამ დივერსიფიკაციის პოლიტიკა მაინც გასაკეთებელი იყო“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.

ცნობისთვის: ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო.

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.