27.აპრილი .2016 20:56

ნორვეგიული Telenor-ი Vimpelcom-ში წილს ერთი წლის ვადაში გაყიდის

views 1139
უკან

ნორვეგიული სატელეკომუნიკაციო კომპანია Telenor გეგმავს დაუყოვნებლივ გაყიდოს წილი Vimpelcom-ში. ვადა დაახლოებით ერთი წლით განისაზღვრა.
 
"Vimpelcom იქნება კლასიფიცირებული როგორც ასოცირებული კომპანია იქამდე, სანამ გაყიდვა არ გაფორმდება, სავარაუდოდ 12 თვის განმავლობაში" - აღნიშნულია შეტყობინებაში.

2015 წლის შედეგებით, Telenor-მა Vimpelcom-ის ჰოლდინგში 5,5 მილიარდი კრონის (670 მილიონი დოლარის) ოდენობის დანაკარგი მიიღო. Telenor-ი Vimpelcom-ში აქციათა 33% და ხმათა 43%-ს ფლობს.