მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგიელები დროის გაუქმებას ითხოვენ

5d0b227c83022
მიხეილ ხაჩიძე
20.06.19 23:00
970


ნორვეგიული კუნძულის მცხოვრებლებს დროის გაუქმება სურთ, რადგან სომაროიზე ( Sommarøy ) ზაფხულის თვეებში, თითქმის, 70 დღის განმავლობაში მზე არ ჩადის, ადგილობრივები ცდილობენ, დედამიწაზე პირველი Time-Free Zone გამოაცხადონ.

კუნძულის მცხოვრებლებმა  პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერებს შეგროვებას იწყებენ. საკითხის ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც განიხილავენ. გახდება თუ არა ტურისტული კუნძული სომაროიზე პირველი Time-Free Zone დედამიწაზე, ამას ოსლოში ქვეყნის მთავრობა გადაწყვეტს.







როგორც ადგილობრივები აცხადებენ,  მათ ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. 18 მაისიდან - 26 ივლისამდე კუნძულზე მზე არ ჩადის, თავისუფალი დროის რეჟიმში კი ცხოვრება უფრო კომფორტული, მოქნილი და ადეკვატური გახდება.







Sommarøy (ქართულად: ზაფხულის-კუნძული) ნორვეგიის ჩრდილოეთით, ტრომზიოსთან (Tromsø) ახლოს, ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან მდებარეობს. კუნძულს 350 მუდმივი მაცხოვრებელი ჰყავს.  აქ თევზაობა და ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა.