02.დეკემბერი.2015 12:25
ეკონომიკა

ნოემბერში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 3,6 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 3,6 პროცენტით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
 
2015 წლის ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ტურისტი - 144 109 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,6%);

ტრანზიტი - 93 716 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,5%);

სხვა - 198 409 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11,2%).

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (52%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 748% და საუდის არაბეთი - 79%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

24.მაისი.2019 13:15
58

საწვავის ხარისხი, ფასები და კონკურენცია ბაზარზე - TI-ის კვლევა

ვრცლად
24.მაისი.2019 13:11
34

დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
24.მაისი.2019 12:31
99

საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს

ვრცლად
24.მაისი.2019 12:12
159

სებ-ის პრეზიდენტი: ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება

ვრცლად
24.მაისი.2019 12:00
335

რა შემთხვევაში მიიღებენ სტარტაპები 650 000 ლარს?

ვრცლად
24.მაისი.2019 11:20
336

ქობულიას კრიტიკის „შედეგი“ – 27 მაისს დავით საგანელიძე პარლამენტში მივა

ვრცლად