13.აპრილი.2016 11:50
ეკონომიკა

ნოდარ ხადური: სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი

ნოდარ ხადური: სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, "სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი". ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ "ბიზნესკონტაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ თუ გამონაკლისს გავაკეთებთ იანვრის სახით, როცა ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალი, 1%-მდე იყო. თებერვალში უკვე მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა და დაახლოებით, 2.7%-2.8% შეადგინა. ჩვენ აპრილის შუა რციხვებში, მას შემდეგ რაც საწარმოები დღგ-ის დეკლარაციებს ჩააბარებენ, გვეცოდინება დღგ-ის ბრუნვა რამდენია და შესაბამისად, გვეცოდინება ჩვენი მონახაზით დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა როგორ და რამდენით გაიზარდა. შემდეგ უკვე საქსტატი გამოაქვეყნებს ეკონომიკური ზრდის პარამეტრს. თავისთავად ცხადია, გვაქვს იმედი, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ეკონიმიკური ზრდა უნდა იყოს 3% და შესაძლოა, ოდნავ მეტიც კი, ვინაიდან დღეისათვის, ქვეყანაში ამის ყველა წინაპირობა არსებობს", - განაცხადა ხადურმა.

ცნობისთვის: გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის ანგარიში გამოაქვეყნა. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 3%-დან 2.5%-მდე შეამცირა.
ავტორი: თელარა გელანტია

22.ივლისი.2019 11:12
60

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:45
148

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავალი 57%-ით გაიზარდა

ვრცლად
22.ივლისი.2019 09:00
211

საქართველოსთვის ასათვისებელი ღვინის საექსპორტო ბაზრები

ვრცლად
21.ივლისი.2019 20:50
471

საქართველოში ტაილანდურ სერიალს იღებენ

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:50
2940

რა სქემით გაიზრდება პენსია 2021 წლიდან?

ვრცლად
21.ივლისი.2019 19:15
694

"აწარმოე საქართველოს" შედეგები – რა მიიღო ქართულმა ეკონომიკამ?

ვრცლად