24.თებერვალი .2016 11:38

ნოდარ ხადური ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შეხვდა

views 1074
უკან

ბიზნესს საშუალება მიეცემა დაზოგოს ის თანხმები, რომელსაც წინა პერიოდში მოგების გადასახადის სახით იხდიდა, - ეს განცხადება კომპანია "ვოსოლის" გენერალურმა დირექტრმა ვასილ ხორავამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ეს კომპანიებში ლიკვიდურობას გაზდრის და დამატებით სახსრებს გააჩენს.
"მოგების გადასახადის ახალი წესი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის უცხოელებისთვის ქართულ კომპანიებს", - აცხადებს ხოროვა.

საბრუნავი სახსრების გათავისუფლებაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი კოტრიკაძე. მისი თქმით მოგების გადასახადთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზეც დადებითად აისახება.

"ყველამ იცის, რომ საქართველო ცნობილია როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა მცირე გადასახადების კუთხით. ეს ცვლილება კი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ,იმისთვის, რომ საერთაშორისო საფინანო ინსტიტუტებმა მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს" -აცხადებს კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს გუშინ გააცნო. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია ახალი კანონპროექტის განხილვის პერიოდში გათვალისწინებული იყოს ბიზნესის წინადადებები და შენიშვნები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, მათ შორის, ძირითადი საშუალებების იმპორტის დღგ-სგან განთავისუფლების, აღიარებული დავალიანებების ჩამოწერისა და დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხებს.