01.მარტი .2016 15:20

ნოდარ ხადური: მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით

views 1082
უკან

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მათ აქვთ მონახაზი, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ეკონომიკური ზრდის 3%-იან დაგეგმილ მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი შეადგინა. როგორც ნოდარ ხადურმა თემის კომენტირებისას განაცხადა, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2% გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში ზრდა იყო მაღალი, ზოგიერთში შედარებით ნაკლები. 

"ჩვენ გვაქვს მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ზრდის 3%-იან მაჩვენებელს. დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2% არის გაზრდილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში ზრდა იყო მაღალი, ზოგიერთში შედარებით ნაკლები. გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა ჩვენ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა