07.მარტი .2016 14:32

ნოდარ ხადური: ლარი საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება

views 1065
უკან

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარებას პროგნოზირებს.

"ლარი არ არის იზოლირებული იმ პროცესებისგან, რაც მიმდინარეობს რეგიონში. რეგიონის ქვეყნებშიც არის გამყარება ადგილობრივი ვალუტების. ნავთობის ფასების მერყეობა აღარ არის ძალიან დიდი და გარდა ამისა, როგორც შევპირდით ვასრუებთ ჩვენს სიტყვას - სახელმწიფო ბიუჯეტი კურსზე დაწოლას არ ახორციელებს. ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში გამყარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა