10.აპრილი .2016 10:38

ნოდარ ხადური: ბიზნესს დამატებითი პრობლემა არ უნდა შეუქმნა

views 1130
უკან

მოგების გადასახადის რეფორმა 2016 წლის 1 ივლისის ნაცვლად, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ასეთი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესის გარკვეული ნაწილის რეკომენდაციის და თხოვნის შედეგად მიიღო. გადავადებულმა რეფორმამ გადაავადა მთავრობის მიერ დაანონსებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით, 400 მლნ ლარით შემცირება. მოგების გადასახადის რეფორმის გადავადების გამო, გაჩენილ ეჭვებსა და კითხვებზე "ბიზნესკონტაქტი" ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ესაუბრა.
 
"ფინანსთა სამინისტრო ფიქრობდა, რომ რაც უფრო სწრაფად დაიწყებდა პროცესს, ამით არაფერი დაშავდებოდა. მე მართლა გამიკვირდა, როცა ინვესტორთა საბჭოს პირველ დიდ შეხვედრაზე ბიზნესმენებიდან წამოვიდა გადავადების ინციტიავა. ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ახალი ახალი დეკლარაციებია შესამუშავებელი, რომელსაც უნდა გაეცნონ კომპანიების საფინანსო სამსახურების თანამშრომლები, მათი გადამზადებაა საჭირო, ამიტომ მათგან წამოვიდა ეს წინადადება. საკითხი გავაანალიზეთ მთავრობაშიც და ვნახეთ, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, გავიზიაროთ მათი ეს პოზიცია. არ უნდა შეუქმნა ბიზნესს დამატებითი პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ აღრიცხვიანობა გაურთულო, თუნდაც მოკლე პერიოდით. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და როცა კანონპროექტმა საბოლოო სახე მიიღო, აღინიშნა, რომ მომავალი ფისკალური წლიდან ამოქმედდება", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა