მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოდარ მელაძე: სამართლებრივ დავას ვაპირებ

5d5bf32d8e7bd
BM.GE
20.08.19 17:20
735
სამართლებრივ დავას, რა თქმა უნდა, ვაპირებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დაიცავს ჩემს ინტერესებს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნოდარ მელაძის განმარტებითვე, „რუსთავი 2“-თან გაფორმებული კონტრაქტი მას მყარ გარანტიებს აძლევს და სწორედ ამ კონტრაქტით იდავებს სასამართლოში.

„დღეს უკვე მქონდა კომუნიკაცია ეკა გიგაურთან. რამდენიმე საათში ალბათ, შევხვდები მის იურისტებს და გადავცემ კონტრაქტს, რომელიც გაფორმებული აქვს „რუსთავი 2“-ს ჩემთან საკმაოდ მყარი გარანტიებით. იმიტომ, რომ როდესაც მე მოვდიოდი „რუსთავი 2“-ში, „კურიერში“ სამუშაოდ, მაშინ არ მინდოდა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, იმიტომ, რომ მქონდა ძალიან კარგი პოზიცია. ვიყავი პოლიტიკური პროგრამების მთავარი პროდიუსერი, ვებგვერდის მთავარი რედაქტორი, P.S.-ის რეპორტიორი და „აქცენტების“ პროდიუსერი.

მაშინ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება იყო, რომ მომხდარიყო შიდა როტაცია თანამდებობრივი. მითხრეს, ოღონდაც ჩადი, არ შეგეხებით, არავინ შეგეხება და კონტრაქტი გაფორმდა ძალიან მყარი გარანტიებით. შესაბამისად, ამ კონტრაქტით ჩვენ ვიდავებთ სასამართლოში, შევხვდებით სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შევქმნათ პრეცედენტი, რომ ასე, როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მას აღარ ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ პანტაპუნტით გაყაროს მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები სამსახურიდან, იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესში არ შედის“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

IPN