11.აპრილი .2016 15:34

ნინო ევგენიძე: ირანთან დიალოგი ყველა მიმართულებით უნდა დაიწყოს

views 1097
უკან

"ირანისთვის სანქციების მოხსნა, ჩვენი ქვეყნისთვის უნიკლური შესაძლებლობების კარის გაღებაა“, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. ნინო ევგენიძემ, ის პოტენციური დარგები ჩამოთვალა, სადაც საქართველოს ირანთან თანამშრომლობა შეუძლია.

"საქართველომ არ უნდა დაკარგს ეს შესაძლებლობა და დროულად მოახდინოს სტრატეგიის ჩამოყალიბება ირანთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვიმყოფებით და ირანი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც რეგიონის ყველა ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
 
ირანის საიმედოობა გამოიხატება იმაში, რომ მას სანქციები გაუუქმეს ამერიკამ და ევროპამ. ნდობის აღდგენა ერთ დღეში არ მოხდებოდა, ევროპული ბიზნესები დაძრულია ირანისკენ და საქართველოსთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა", - განაცხადა ევგენიძემ. მისივე თქმით დიდია პოტენციალი წყლის და სატრანსპორტო მიმართულებით.

"პირველ ეტაპზე, მოკლე ვადაში, წყლის და ხე-ტყის მასალის ექსპორტი მოიაზრება. მინერალური წყლების ექსპორტის მიმართულებით, ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. ირანის ელჩმა განაცხადა, რომ მდინარეების წყლების მიმართაც აქვთ ინტერესი. დიალოგი უნდა დაიწყოს ყველა მიმართულებით. ასევე გაზისა და ნავთობის ახალი მაგისტრალების დაკავშირება თუ მოხდება, ეს ძალიან კარგად აისახება. საქართველომ დაამტკიცა , რომ აბრეშუმის გზის კუთხით ვართ ჰაბი და ვფიქრობთ რომ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულების გამოყენებასაც დიდი პოტენციალი აქვს", - განაცხადა ევგენიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა