მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ანთიძე უშგულელების პროტესტის პათოსს არ იზიარებს - სააგენტოს დირექტორის განმარტება

5d5bdc8d34baa
ნინი ლონგურაშვილი
20.08.19 18:10
610
კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სვანეთში, უშგულის მოსახლეობის პროტესტის პათოსს არ იზიარებს და ირწმუნება, რომ რა მასშტაბითაც ახლა ხორციელდება სვანეთში ძეგლების რეაბილიტაცია, მსგავსი აქამდე არასდროს ყოფილა.

საქმე იმაშია, რომ დღეს სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, უშგულში საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილობრივებმა ამჯერად სოფლამდე მისასვლელი საავტომობილ გზა გადაკეტეს. ისინი ირწმუნებიან, რომ შესაბამისი უწყებები ყურადღებას არ აქცევენ და „ისტორია იკარგება“.

„არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - არ ვიზიარებ პროსტესტის ამ პათოსს, რადგან პირველი, რაც ახლავე შემიძლია გითხრათ, გვაქვს 160 იდენტიფიცირებული პრობლემური ძეგლი, საიდანაც 21-ის რეაბილიტაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ასევე, მიმდინარე წელს დავამტკიცებთ 2020 წლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წელს დამატებით 30 ძეგლის აღდგენა მოხდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს უშგულის ნაწილის რეაბილიტაციაც, რომელიც თითქმის ბოლოში არის გასული. შესაბამისად, პროტესტის ეს ფორმა არასწორია. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც დასრულებული, უკვე რეაბილიტირებული ძეგლი ბარდება მესაკუთრეს, ვავალდებულებთ მის მოვლა-პატრონობას, რაც აქამდე არ ხდებოდა და შესაბამისად, ეროვნული ძეგლების დროთა განმავლობაში განადგურება ამანაც გამოიწვია.

რაც შეეხება სვანეთის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ფინანსებს. 2014-2015 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 600 000 ლარი, ხოლო, 2016-2019 წლებისთვის თანხა მთლიანად გამოყო ფონდმა „ქართუმ“, საუბარია 1 მლნ 900 000 ლარზე, რომელიც სრულად სვანეთის სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაციას მოხმარდება“, - აცხადებს BMG-ისთან კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.