16.მაისი.2019 13:59
ეკონომიკა

ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. რომელსაც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს.

მისასალმებელ სიტყვაში ნიკოლოზ ალავიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს პროექტისა და საქართველოში ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდის მხარდაჭერისთვის. „ჩვენ გვჭირდება მეტი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ხელს შეუწყობს ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, წაახალისებს ინოვაციურ კომპანიებსა და მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ტექნოლოგიური იდეებისა და პროექტების მონეტიზება და შემდგომში მათი რეალიზება კომერციულად მომგებიან პროდუქტებში. ამდენად, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდის პროცესზე", - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

"მსოფლიო ბანკი კვლავაც განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერას, რადგან ის თავად გარდაიქმნა სტარტაპერი სააგენტოდან განვითარებულ სტრუქტურად, რომელიც ახდენს საქართველოს ინოვაციებისა და მეწარმეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კოორდინირებას. ევროკავშირის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული პროექტი საშუალებას მისცემს GITA-ს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაზრდისკენ, ტექნოლოგიური ცვლილებისკენ და ინოვაციური, ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების ინვესტირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ." - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

"ინოვაცია ზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ქმნის სამუშაო ადგილებს - ეს არის, ასე ვთქვათ, "ხელსაყრელი ბიზნესგარემო". ინოვაციების პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით GITA-ს მხარდაჭერა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის ვალდებულებასთან," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კოორდინატორმა, სტიგ კელდსენმა.

ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგად მოსალოდნელია - უფრო მეტი მცირე და საშუალო საწარმოსა და ინოვაციური კომპანიის გამარტივებული მხარდაჭერა და დაფინანსება, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისადმი უფრო მეტად თანმიმდევრული მიდგომა და საერთო ინოვაციური ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2.7 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილი თანხით და ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის მიზანია: ა) გაზარდოს GITA- ს შესაძლებლობები და განახორციელოს ინოვაციისა და მეწარმეობის პოლიტიკა და პროგრამები საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებითა და შედეგებით; ბ) მოახდინოს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის ტექნოლოგიური ინოვაციების შესაძლებლობის ტესტირება და დემონსტრირება; გ) გააუმჯობესოს ინოვაციური სტარტაპების ინვესტირების და ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების დაფინანსების შესაძლებლობები.




19.აგვისტო.2019 21:00
93

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
3244

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
101

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:01
203

"Fitch-ი ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკას დადებითად აფასებს"

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:15
127

ბობ ჰამილტონი: ნებისმიერი სიგნალი, რომ მთავრობა ოპონენტებს სჯის, დასავლურ კაპიტალს დააფრთხობს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად