13.აგვისტო.2019 00:32
საფინანსო სექტორი

ნიკოლას დომინიკ ჰააგი TBC PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს უფროს დამოუკიდებელ დირექტორად დაინიშნა

ნიკოლას დომინიკ ჰააგი TBC PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს უფროს დამოუკიდებელ დირექტორად დაინიშნა
TBC Bank Group PLC-იმ მის სამეთვალყურეო საბჭოში მომხდარი ცვლილებების შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს არააღმასრულებელი დირექტორი ნიკოლას დომინიკ ჰააგი საბჭოს უფროს დამოუკიდებელ დირექტორ წევრად და კორპორატიული მმართველობისა და ნომინაციის კომიტეტის წევრად დაინიშნა.

ნიკოლას დომინიკ ჰააგის ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

ნიკოლას დომინიკის ჰააგმა 1980 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი ოქსფორდის უნივერსიტეტში, გეოგრაფიის განხრით. მას ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება აქვს. 1980-1987 წლებში ის მუშაობდა Barclays Bank-ში კაპიტალის ბაზრებისა და პროექტების დაფინანსების მიმართულებით, იყო Barclays de Zoete Wedd-ის (BZW) ხელმძღვანელი; ის ათი წელი, 1989-1999 წლებში მუშაობდა Banque Paribas-ს კაპიტალის ბაზრების მიმართულებაში, თავიდან იყო გლობალური კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელის მოადგილე, მოგვიანებით კი გახდა უფროსი ბანკირი და ევროპის კლიენტების მომსახურების ხელმძღვანელი; 1999-2001 წლებში მუშაობდა ING Barings-ში ტექნოლოგიური ბანკინგის ჯგუფის მმართველ დირექტორად და გლობალურად ხელმძღვანელად; 2001-2007 წლებში იყო ლონდონში ABN AMRO-ს ტექნოლოგიური ბანკინგის გლობალური ხელმძღვანელი, გლობალური ნდობის მართვის კომიტეტის წევრი და უფროსი საკრედიტო კომიტეტის წევრი; 2008-2012 წლებში იყო Royal Bank of Scotland-ის და RBS Hoare Govett-ის მმართველი დირექტორი, ლონდონის კერძო კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი, გლობალური კერძო კაპიტალის მოზიდვის მართვის კომიტეტის წევრი. 2012 წლიდან არის მოსკოვის კრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფროსი დამოუკიდებელი მრჩეველი, ხოლო 2013 წლიდან - მოსკოვის კრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფინანსური კონსულტანტი კაპიტალის მოზიდვისა და სააქციო კაპიტალის გაცვლის მიმართულებით. 2012 წლიდან არის საკუთარი საკონსულტაციო კომპანიის Nicdom Limited -ის დირექტორი. ბატონი ჰააგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2013 წელს

 
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

21.აგვისტო.2019 16:14
209

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
521

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
79

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 11:10
31

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 16:20
135

"საქართველოს ბანკმა" Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2019 15:30
136

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

ვრცლად