მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ს უჩივლეს - პუერტო რიკოს ტრადიციული ორნამენტებით ფეხსაცმელი აღარ გამოვა

5ce9223e60473
BM.GE
25.05.19 15:05
1300
Nike-ის ახალი მოდელი Air Force 1, რომელიც პუერტო რიკოს პატივსაცემად უნდა გამოსულიყო, აღარ გაიყიდება - განცხადება ამასთან დაკავშირებით სპორტული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა.

გადაწყევეტილების მიზეზი უძველესი ტომის გუნას წარმომადგენლების საჩივარი გახდა. პანამაში მცხოვრები თემის შთამომავლები აცხადებენ, რომ სპორტული ბრენდი მათ საავტორო უფლებებს უკანონოდ ითვისებს.

საუბარია, ტრადიციული ორნამენტების "მოლას" გამოყენებაზე, რომელსაც Nike პუერტო რიკოს პატივსაცემად დამზადებულ ახალ ბოტასებზე ამოტვიფრას აპირებდა.

როგორც ტომის წარმომადგენლების ადვოკატი აცხადებს, ისინი მოლას დიზაინის გამოყენების წინააღმდეგნი არ არიან, “უბრალოდ, მათ ვისაც მსგავსი რამის გაკეთება სურთ, უფლება მათგან უნდა ითხოვონ”.

Nike-ის წარმომადგენლებმა უნებლიე შეცდომის გამო ბოდიში მოიხადეს.

ეთნომოტივებზე შექმნილი ახალი მოდელი, გასაყიდად, 6 ივნისიდან უნდა გამოსულიყო.