მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ს ბოტასები სოტბის აუქციონზე 160 000 დოლარად გაიყიდება

5d2dec7f2e245
BM.GE
16.07.19 23:00
1434
Nike-ს ბოტასები სოტბის აუქციონზე 160 000 დოლარად გაიყიდება. „Moon Shoe“ კომპანიის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხსაცმელად მიიჩნევა.

ის Nike-ის თანადამფუძნებელმა, ბილ ბობერმანმა 1972 წელს შექმნა, მთვარეზე პირველი დაშვების პატივსაცემად, რომელიც 1969 წელს შედგა. ფეხსაცმელი სულ 12 წყვილი გამოვიდა, ერთი მათგანი კი, რომელიც არავის უტარებია ცნობილ აუქციონზე გასაყიდად ახლა გამოაქვთ.

საწყისი ფასი 80 000 დოლარია, თუმცა სოტბის სახლი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ, ვაჭრობის შედეგად ფეხსაცმელი 160 000 დოლარად გაიყიდება.

აუქციონზე კიდევ სხვა 100 იშვიათი და უნიკალური ბოტასი გამოაქვთ, მათ შორის Nike -ის Air Jordan 12 „Flu Game“ რომელიც კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანს NBA-ს ფინალზე 1997 წელს ეცვა.