მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 40,000 ლარის გირაო შეეფარდა

5d4f38dc53e9d
თელარა გელანტია
11.08.19 01:34
1144
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 40,000 ლარის გირაო შეუფარდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გვარამიამ გირაოს თანხა 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

შეგახსენებთ: საქართველოს გენერალური პროკურატურა გვარამიასთვის გირაოს სახით, 80,000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, ნიკა გვარამიას საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

თავის მხრივ, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

"არ გადავიხდი. პრინციპის საკითხია და ამის შესახებ მოსამართლესაც ვუთხარი. საქმე არის ბოდვა", - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის: „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.