მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

5d5d55a0b6e4d
თელარა გელანტია
21.08.19 18:29
1100
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ახალი ტელევიზიისთვის ინვესტორები უკვე ჰყავს.

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2-ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხოm ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის tv არის.. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და „შვილებს რა ვაჭამო“, არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება.

P.S. ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია.

p.p.s. ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პაატა სალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that“, - წერს გვარამია.