14.აგვისტო.2019 17:00
ეკონომიკა

ნიკა გვარამია საბიუჯეტო დავალიანებაზე: ჩვენ არაერთგზის მივწერეთ წერილი ფინანსთა მინისტრს

ნიკა გვარამია საბიუჯეტო დავალიანებაზე: ჩვენ არაერთგზის მივწერეთ წერილი ფინანსთა მინისტრს
„ჩვენ არაერთგზის წერილი გვქონდა მიწერილი ვანო მაჭავარიანის მიმართ. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებენ",  - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

კერძოდ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზე გააკეთა კომენტარი. მაჭავარიანის თქმით, ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და მის ნაცვლად სახელმწიფო მზად არის, რომ ამ ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს. 

მისივე ინფორმაციით,  "რუსთავი 2"-ის  საბიუჯეტო დავალიანება - 28 მილიონი ლარია, "იმედის" - 19 მილიონი, "მაესტროს"  კი, 8 მილიონის დავალიანება აქვს.   

„ჩვენ არაერთგზის მივწერეთ წერილი ფინანსთა მინისტრს. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებენ. ვიხდიდით ვიდრე  ყადაღა არ დაგვედებოდა და ყადაღის პირობებშიც აბსოლუტურად ზუსტად თეთრი-თეთრში იმ გადასახადებს ვიხდიდით, რომლებიც ჩვენ გვევალებოდა, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა ერთდროულად გადასახადების და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოეხსნათ ყადაღა და ჩვენ გადავიხდიდით გადასახადებს; ეს არ მოხდა. შემდეგ აბსოლუტურად ღიად ვთქვით, რომ ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ და ორ არჩევანს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი ტელეკომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ გავაკეთებთ. ფინანსთა მინისტრს არაერთხელ მივწერეთ რომ გროვდებოდა ეს გადასახადები და საურავები. არ მახსოვს ვანო მაჭავარიანი იყო თუ მისი წინამორბედი და არცერთი პასუხი არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით",  - განაცხადა გვარამიამ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

21.აგვისტო.2019 19:30
52

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
60

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
100

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
175

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
79

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
108

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად