მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა გილაური: 3 კონტინენტზე, 10 ქვეყნის მთვარობასთან ვმუშაობთ, ეკონომიკის სწრაფი ზრდის საკითხზე

571dba67cb82d
BM.GE
25.04.16 10:31
4830
ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური საკუთარი კომპანიის შესახებ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს. საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსი" მსოფლიოს 10 ქვეყნის მთავრობასთან მუშაობს.
 
"პირველად ვდებ ჩვენი კომპანიის - "რეფორმატიკსის"- შესახებ ინფორმაციას. ძალიან მეამაყება რომ ამ სამი წლის განმავლობაში არა მარტო მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორები ვიყავით (და დღემდე ვართ) არამედ ჩვენით 20-ზე მეტი ქვეყნის მთავრობასთან გვქონდა რეფორმების შესახებ კონსულტაციები - ზოგან რამოდენიმე პრეზენტაციით შემოიფარგლა ჩვენი ურთიერთობა ამ მთავრობებთან, ზოგანაც გვრძელვადიანი ხელშეკრულები გავაფორმეთ.

ამ ეტაპზე, 3 კონტინენტზე, 10 ქვეყნის მთვარობასთან ვმუშაობთ - ეკონომიკის სწრაფი ზრდის, სახელმწიფო სექტორის რესტრუქტურიზაციის და ახლებური მაკრეოეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებზე. დარწმუნებული ვარ ბევრს გაუხარდება პატარა ქართული კომპანიის ასეთი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს სახელის ასეთი რეკლამა მსოფლიოში", - წერს ნიკა გილაური.