მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება წლის ბოლოს იგეგმება

5c9a050e1155d
დათო ჯალაღონია
26.03.19 17:16
511
ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და თურქული კომპანია "ჩალიკ ჯორჯია ვინდი" ახორციელებენ.

როგორც ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი განმარტავს, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობა უკვე დასრულდა.

„ახლა მიმდინარეობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის პროცედურები. როგორც მოგეხსენებათ, ახალი კანონია კერძო-საჯარო პარტნიორობის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ თუ ყველაფერმა წარმატებით გაიარა, წლის ბოლოს მშენებლობის ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის პროექტზე მთავრობასთან მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა. ობიექტის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება, საინვესტიციო ღირებულება კი - 66 მილიონ დოლარამდე.