12.ივნისი .2019 00:20

ნიდერლანდებში მწერების ფაბრიკა გაიხსნა

views 767
უკან

მწერების ქარხანა ჰოლანდიისთვის პირველია. ქვეყანამ ამ გზით შინაური ფრინველებისა და ცხოველების საკვების წარმოება გადაწყვიტა.

ფაბრიკა, სადაც ჭიებსა და სხვადასხვა სახის მწერებს გამოიყვანენ და დაამუშავებენ ნიდერლანდების სამხრეთით ბერგენ ოპ ზომში დღეს, ჰოლანდიის მეფემ გახსნა. ევროპის ყველაზე თანამედროვე მწერების საწარმოში, რომელიც 14.000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ათობით ადამიანი დასაქმდა.


ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს ინოვაციური გადაწყვეტილება სასარგებლო იქნება, ქვეყნისთვის, ასევე ცხოველებისა და ფრინველებისთვის: მწერებით მათი გამოკვება უფრო ჯანსაღი და ხელმისაწვდომი იქნება. უწყებაში განაცხადეს ისიც, რომ მწერები ბევრ ცილას შეიცავს, რაც ცხოველთა და ფრინველებისთვის, ისევე როგორც ადამიანებისთვის აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ ჯანმრთელები დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ევროკავშირში გამოყვანილი მწერებით გამოკვება მხოლოდ თევზებზეა ნებადართული; ვარაუდობენ, რომ რეგულაცია მოიხსნება და უახლოეს პერიოდში ჰოლანდიის მწერების ფაბრიკაში წარმოებული პროდუქციით უკვე ღორებისა და შინაური ფრინველის გამოკვებაც აღარ იქნება აკრძალული.