24.ივნისი.2019 15:00
მსოფლიო

Neue Zürcher Zeitung: ქართველები მმართველი პარტიის მიმართ ნდობას კარგავენ

Neue Zürcher Zeitung: ქართველები მმართველი პარტიის მიმართ ნდობას კარგავენ


ქართველები მმართველი პარტიის მიმართ ნდობას კარგავენ -  გავლენიანი შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას  აქვეყნებს.

ავტორი წერს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, რომელიც ქვეყანას მართავს, მომიტინგეების დარბევის შემდეგ, მოსახლოებაში ნდობა დაკარგა. 

ჟურნალისტი ყვება იმასაც, რომ მწვავე მოვლენების გამომწვევი მიზეზი "ქართული ოცნების" მნიშვნელოვანი შეცდომა იყო, რაც რუსი დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მიწვევაში გამოიხატებოდა.

"სწორედ ეს შეცდომა იწვევს იმის საფრთხეს,   რომ  პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები გაუარესდეს", -  დასძენს  ავტორი. 

გამოცემა მკითხველს ახსენებს,  რომ ქართველებისთვის ღრმა ჭრილობაა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხი. ორივე რეგიონი სწორედ საქართველოს შემადგენლობაშია, თუმცა რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
254

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
127

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
4613

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
570

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1554

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
823

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად