მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle უშაქრო შოკოლადის შექმნაზე მუშაობს

5d2d98b5b6996
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.19 13:28
1462

შვეიცარიულმა კომპანია Nestle-მ შექმნა ახალი ტექნოლოგია, რომლის შედეგადაც ის შოკოლადს შაქრის დამატების გარეშე შექმნის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მწარმოებელი თეთრი შაქრის ნაცვლად, პროდუქციის დასატკბობად კაკაოს მცენარის ნარჩენი მასალისგან წარმოებულ სუბსტანციას გამოიყენებს. 

ახალი ტექნოლოგია უკვე დაპატენტებულია. კომპანია მის პირველად შეთავაზებას იაპონურ ბაზარზე გეგმავს, სადაც ის შავი შოკოლადის (70%-იანი შემცველობის) KitKat-ის ფილებს შაქრის ნაცვლად კაკაოს ნარჩენი მასალით დაატკბობს. 

Nestle-მ აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლოა სხვა პროდუქტებშიც დანერგოს, ამის შესახებ ალექსანდერ ფონ მაილომ, "ნესტლეს" ტკბილეულის ბიზნესის ხელმძღვანელმა Bloomberg-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, შაქარი იაფ ინგრედიენტს წარმოადგენს, განახლებული რეცეპტის შოკოლადი კი უფრო ძვირადღირებული იქნება.