მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეიმარს ქონება დაუყადაღეს

5d08b228a2979
მიხეილ ხაჩიძე
18.06.19 23:00
1333

ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს,  ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს. გადაწყვეტილება ბრაზილიის სასამართლომ დღეს მიიღო. მიზეზად, ფეხბურთელის მხრიდან გადასახადების დამალვა სახელდება.


უცხოური მედიის ცნობით, დაყადაღებულთა შორის მოხვდა, სან პაულოში 10 მილიონი ევროს ღირებულების ნეიმარის ორი ვილაც. ბრაზილიის მთავრობა ფეხბურთის ვარსკვლავისგან 15.6 მილიონ ევროს გადახდას ითხოვს, ადვოკატები კი, თანხის შემცირებაზე არიან ორიენტირებულნი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს  "ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ფინანსური დარღვევების გამო, ნეიმარმა  42.5 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა სასამართლოს.

ცნობისათვის, ნეიმარი 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დასახელდა. „პარი სენ-ჟერმენის“  კონტრაქტის მიხედვით, მისი თვიური   შემოსავალი    3,07  მილიონი ევროა.