მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი"

5d108d2552fef
სალომე მეცხვარიშვილი
24.06.19 12:42
912
„ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ 20 ივნისის აქციის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ძალიან მძიმე დღეები ჰქონდა საქართველოს და ამ მომენტში მთავარი არის მოქალაქეების ჯანმრთელობა, რადგანაც ამ პერიოდში დაზარალდნენ მოქალაქეებიც და პოლიციელებიც.

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. მათთან, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მუდამ მოტივირებული არიან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდნენ, დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათ პასუხს გასცემს კანონი. ამას მიეცემა სამართლებრივი შეფასება. ჩვენი რაც ვიხილეთ ბოლო დღეებში, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების პროტესტის გულწრფელი გამოხატულება და მე განვაცხადე, რომ მთელი ჩვენი გუნდი და მე, ვართ სოლიდარული; რაც იმ დილას ჩვენ ვიხილეთ საქართველოს პარლამენტში, იყო მიუღებელი”, - აცხადებს ბახტაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მოქალაქეების პროტესტის გამოყენება მოხდა პროვოკაციისთვის და ყველამ იხილა, როგორ ხდებოდა ძალადობა პოლიციელებზე.

ბახტაძის თქმით, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ადამიანების მოქმედებებს, რომლებიც “გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან” და ასევე იმ შემთხვევებს, სადაც შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას.