მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: კალაძის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა

5ce3d12aec931
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 16:00
677
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად თბილისის მერის - კახა კალაძის საქმიანობის მოწონებას ასახავს.

კვლევის მიხედვით, კახა კალაძის საქმიანობას 43% - კარგად, 30% - ნეიტრალურად, 23% ცუდად აფასებს.

კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებელთა 23% კალაძის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

კალაძის საქმიანობის დადებითი შეფასების მაჩვენებელი 10 პროცენტული პუნქტით 43%-მდე შემცირდა.

NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2,927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, ცალკეულ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).