21.მაისი .2019 12:03

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა - 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

views 247
უკან

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

NDI-ის კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „თვლით თუ არა თავს დასაქმებულად? - აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული, მთავარია, თქვენს საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი“.

კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 59% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 41% კი, ფიქრობს, რომ დასაქმებული არაა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში გამოკითხული რესპონდენტების 46% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 54% კი თვლის, რომ არაა დასაქმებული.

დიდი ქალაქები: დასაქმებული - 50%, დაუსაქმებელი - 50%;
პატარა ქალაქები: დასაქმებული - 49%, დაუსაქმებელი - 51%;
სოფელი: დასაქმებული - 33%, დაუსაქმებელი - 67%;

გენდერულ ჭრილში გამოკითხვის შედეგები ასეთია: გამოკითხული კაცების 52% ფიქრობს, რომ დაუსაქმებელია, 47% კი, ამბობს, რომ დასაქმებულია;

ქალების შემთხვევაში, დასაქმებულად თავს 35% მიიჩნევს, 65% კი, ფიქრობს რომ არაა დასაქმებული.

ცნობისთვის: „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა