მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არაა

5ce2b7177533e
ლიკა გურაბანიძე
20.05.19 18:27
461
საქართველოს მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის, 27% თვლის, რომ მზად არის, ხოლო 14%-ს ზუსტი პასუხი არ აქვს - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის მიხედვით, დედაქალაქში გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, 26% ფიქრობს, რომ მზად არის, ხოლო 10%-ს ზუსტი პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება დიდ ქალაქებს და სოფლებს, დიდი ქალაქებში მოსახლეობის 66% თვლის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, 24%-ს მიაჩნია, რომ მზად არის, ხოლო 10%-მა ზუსტი პასუხი არ იცის.

რაც შეეხება სოფლებს, გამოკითხული მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, 29% თვლის, რომ მზად არის, ხოლო 11%-ს ზუსტი პასუხი არ აქვს.

კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.