მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

5ce4256420f2c
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 20:29
729
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის განვითარების მიმართულებებით საზოგადოების განწყობას ასახავს.

NDI-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 46% კი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა - 52% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25% თვლის, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, 21%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმადვე, დიდ ქალაქებში რესპონდენტების 47% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 32% თვლის, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 18%-ს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება სოფლებს, სოფლებში მოსახლეობის 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25% თვლის, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 26%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.