მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 44% მამუკა ბახტაძის მუშაობას საშუალოდ აფასებს

5ce3a8439151f
თელარა გელანტია
21.05.19 11:25
563
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 44% საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მუშაობას საშუალოდ აფასებს.

რესპონდენტების 22% ფიქრობს, რომ ბახტაძე ცუდად მუშაობს, 20%-ის აზრით, პრემიერი კარგად მუშაობს, 14%-მა კი თქვა, რომ არ იცის, როგორ მუშაობს პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში პრემიერის მუშაობას საშუალო შეფასება გამოკითხულთა 52%-მა მისცა; შემცირებულია იმ რესპონდეტების რიცხვიც, ვინც ბახტაძის მუშაობას კარგად აფასებდა - მარტში ეს მაჩვენებელი 25% იყო; რაც შეეხება იმ რესპონდენტებს, ვისაც მიაჩნია, რომ პრემიერი ცუდად მუშაობს, 2018 წლის მარტში ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 16%.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.
საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.