მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: 2018 წლის მარტში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებდა გამოკითხულთა 49%, ახლა კი - 56%

5ce3b45d66826
ლიკა გურაბანიძე
21.05.19 12:17
567
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2019 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 56% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% - კარგად, 6%-მა ზუსტი პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

გარდა ამისა, NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში მთავრობის საქმიანობას მოსახლეობის 64% ცუდად აფასებს, 31% - კარგად, ხოლო 5%-მა ზუსტი პასუხი არ იცის.

ამასთან, დიდ ქალაქებში მოსახლეობის 66% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 24% - კარგად, 9%-მა - ზუსტი პასუხი არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება სოფლებს, სოფლებში მოსახლეობის 54% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 38% - კარგად, 5%-მა ზუსტი პასუხი არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, NDI-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში მოსახლეობის 53% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებდა, 44% - კარგად, 6%-ს არანაირი პასუხი არ ჰქონდა.

რაც შეეხება, გასული წლის მარტის მონაცემებს, მაშინ მოსახლეობის 49% თვლიდა, რომ მთავრობა ცუდად მუშაობდა, 45% მიიჩნევდა, რომ კარგად მუშაობდა, 5%-ს პასუხი არ ჰქონდა, ხოლო 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.