26.იანვარი .2016 12:30

ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

views 1177
უკან

ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და ბარელზე 29,88 დოლარი შეადგინა. 2,3 პროცენტით შემცირდა WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი და ბარელზე 29,63 დოლარი გახდა. წლის დასაწყისიდან, ნავთობის ფასი შემცირების ტენდენციით ხასიათდება. გასულ კვირას ნავთობი 28 დოლარს ჩამოსცდა და 2003 წლის მინიმუმზე დაფიქსირდა.