07.დეკემბერი.2015 09:20
მსოფლიო

ნავთობის ფასი, ბოლო 18 თვის განმავლობაში, თითქმის განახევრდა

ნავთობის ფასი, ბოლო 18 თვის განმავლობაში, თითქმის განახევრდა
"ოპეკი" ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად, წარმოების მოცულობებს არ შეამცირებს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრები 4 დეკემბერს, ვენაში გამართულ შეხვედრაზე, მომავალი წლისთვის ნავთობის წარმოების ზედა ჭერზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა. ორგანიზაციის უმსხვილესი ნავთობის მწარმოებლის, საუდის არაბეთის ლობირებით გადაწყდა, რომ ნავთობით ისედაც ჭარბად უზრუნველყოფილ ბაზარს ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღიურად 30 მილიონი ბარელი ნავთობის, ნაცვლად 31.5 მილიონი ბარელით მოამარაგებენ, ხოლო ვენესუელას ინიციატივა, „ოპეკს“ 5 პროცენტით შეემცირებინა წარმოებული ნავთობის მოცულობა ირანის წინააღმდეგობამ ჩააგდო. როგორც ირკვევა, ირანი არ აპირებს არანაირი ლიმიტის გათვალისწინებას წარმოებაზე, სანამ დასავლური სანქციების გამო დაკარგულ მოცულობებს არ აღადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, „ოპეკის“ გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯგუფი ვერ შეთანხმდა ნავთობის წარმოების ზედა ზღვარზე, ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ნავთობის ექსპორტს განახორციელებს ირანი მომავალ წელს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი ბოლო 18 თვის განმავლობაში თითქმის განახევრდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი მხოლოდ პარასკევს თითქმის ერთი პროცენტით დაეცა 43 დოლარამდე. Goldman Sachs-ის პროგნოზით ფასებმა შესაძლოა ბარელზე 20 დოლარს მიაღწიოს, რამდენადაც ამჟამად მსოფლიო იმაზე მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს და ჭარბი ნავთობის შენახვის შესაძლებლობებიც ამოწურვადია.

16.ივნისი.2019 00:10
859

ყველაზე ძვირაღირებული სათამაშოების რეიტინგი

ვრცლად
15.ივნისი.2019 19:30
1000

BrandZ : 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში

ვრცლად
15.ივნისი.2019 16:13
1053

Forbes: ყველაზე მდიდარი ემიგრანტი ქალები აშშ-ში

ვრცლად
14.ივნისი.2019 17:20
1501

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 42 მილიონი სტუდენტისთვის სესხების განულების ინიციატივით გამოდის

ვრცლად
14.ივნისი.2019 00:10
776

თურქეთში გერმანელი ტურისტების რაოდენობა ისევ რეკოდრულად გაიზარდა

ვრცლად
14.ივნისი.2019 00:00
1184

რომელ ქვეყნებშია ე.წ. ჩაი შეურაცხყოფა? სად უნდა დატოვოთ "ჩაი" და სად არა

ვრცლად