07.დეკემბერი.2015 09:20
მსოფლიო

ნავთობის ფასი, ბოლო 18 თვის განმავლობაში, თითქმის განახევრდა

ნავთობის ფასი, ბოლო 18 თვის განმავლობაში, თითქმის განახევრდა
"ოპეკი" ნავთობის ფასის ვარდნის შესაჩერებლად, წარმოების მოცულობებს არ შეამცირებს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის წევრები 4 დეკემბერს, ვენაში გამართულ შეხვედრაზე, მომავალი წლისთვის ნავთობის წარმოების ზედა ჭერზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ნავთობის ფასი საერთაშორისო ბირჟებზე ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა. ორგანიზაციის უმსხვილესი ნავთობის მწარმოებლის, საუდის არაბეთის ლობირებით გადაწყდა, რომ ნავთობით ისედაც ჭარბად უზრუნველყოფილ ბაზარს ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დღიურად 30 მილიონი ბარელი ნავთობის, ნაცვლად 31.5 მილიონი ბარელით მოამარაგებენ, ხოლო ვენესუელას ინიციატივა, „ოპეკს“ 5 პროცენტით შეემცირებინა წარმოებული ნავთობის მოცულობა ირანის წინააღმდეგობამ ჩააგდო. როგორც ირკვევა, ირანი არ აპირებს არანაირი ლიმიტის გათვალისწინებას წარმოებაზე, სანამ დასავლური სანქციების გამო დაკარგულ მოცულობებს არ აღადგენს.

Reuters-ის ინფორმაციით, „ოპეკის“ გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯგუფი ვერ შეთანხმდა ნავთობის წარმოების ზედა ზღვარზე, ვინაიდან ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ნავთობის ექსპორტს განახორციელებს ირანი მომავალ წელს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი ბოლო 18 თვის განმავლობაში თითქმის განახევრდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი მხოლოდ პარასკევს თითქმის ერთი პროცენტით დაეცა 43 დოლარამდე. Goldman Sachs-ის პროგნოზით ფასებმა შესაძლოა ბარელზე 20 დოლარს მიაღწიოს, რამდენადაც ამჟამად მსოფლიო იმაზე მეტ ნავთობს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს და ჭარბი ნავთობის შენახვის შესაძლებლობებიც ამოწურვადია.

19.ივნისი.2019 15:20
9

ამერიკელმა მილიარდერმა ოქსფორდის უნივერსიტეტს £150 მლნ შესწირა

ვრცლად
19.ივნისი.2019 14:54
741

Adidas საფირმო ნიშანს კარგავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:10
292

ФСБ-მ დავით იაკობაშვილის მუზეუმ "სობრანიეში" ჩხრეკა ჩაატარა

ვრცლად
19.ივნისი.2019 10:45
167

მიშელ პლატინი გაათავისუფლეს

ვრცლად
19.ივნისი.2019 01:00
541

''ოტინგერი'' კანაფის შემცველობით ლუდს უშვებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 00:10
257

ავსტრიაში ძაღლებისთვის საცურაო აუზი გაიხსნება

ვრცლად