მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

5d1066b6726e9
ლევან თაღიაშვილი
24.06.19 10:28
924
ბოლო 1 კვირაა მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება, ცვლილებები კი, ზუსტად 7 დღის წინ დაიწყო. Bloomberg-ის მონაცემებით, ნიუ-იორკში 17 ივნისს 1 ბარელი ნავთობის ფასი 51 დოლარი და 93 ცენტი იყო, თუმცა მატებამ 5.5 დოლარი შეადგინა და ამჟამად მისი ფასი 57 დოლარი და 43 ცენტია.

რაც შეეხება ლონდონს, სადაც უფრო მაღალი ხარისხის საწვავი ივაჭრება, თითქმის 5 დოლარით მოიმატა ფასმა და მისი ამჟამინდელი ღირებულება ბარელზე 65 დოლარი და 20 ცენტია.

რაც შეეხება მიზეზებს, როგორც CNBC წერს, 1 კვირაში 9%-იანი გაძვირება, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო მოხდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანთან.

ირანზე მსოფლიო ნავთობის მიწოდების თითქმის მეხუთედი ანუ 20% მოდის, შესაბამისად, თუ სიტუაციის ესკალაცია მოხდება და ნავთობის მიწოდება შემცირდება, შესაძლოა ფასები კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, 1 ივლისს ვენაში გაიმართება OPEC-ის მომდევნო შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, გაგრძელდება ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვების შესახებ შეთანხმება.

საქართველოში Oilnews-ის ინფორმაციით, ბენზინზე ფასი ბოლო 2 კვირაა არ შეცვლილა. ბოლო მონაცემებით, ყველაზე იაფად პრემიუმის ტიპის საწვავის შეძენა 2 ლარად და 51 თეთრად შეგიძლიათ 2 ნავთობკომპანიაში (Gulf და ლუკოილი), რაც შეეხება რეგულარის საწვავს, მისი ფასი ყველაზე მცირე მხოლოდ "ლუკოილშია" და ის 2 ლარს და 41 თეთრს შეადგენს.