რაც შეეხება ლონდონს, სადაც უფრო მაღალი ხარისხის საწვავი ივაჭრება, თითქმის 5 დოლარით მოიმატა ფასმა და მისი ამჟამინდელი ღირებულება ბარელზე 65 დოლარი და 20 ცენტია.
რაც შეეხება მიზეზებს, როგორც CNBC წერს, 1 კვირაში 9%-იანი გაძვირება, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო მოხდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ირანთან.
ირანზე მსოფლიო ნავთობის მიწოდების თითქმის მეხუთედი ანუ 20% მოდის, შესაბამისად, თუ სიტუაციის ესკალაცია მოხდება და ნავთობის მიწოდება შემცირდება, შესაძლოა ფასები კიდევ გაიზარდოს. გარდა ამისა, 1 ივლისს ვენაში გაიმართება OPEC-ის მომდევნო შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, გაგრძელდება ნავთობის შემცირებული რაოდენობით მოპოვების შესახებ შეთანხმება.
საქართველოში Oilnews-ის ინფორმაციით, ბენზინზე ფასი ბოლო 2 კვირაა არ შეცვლილა. ბოლო მონაცემებით, ყველაზე იაფად პრემიუმის ტიპის საწვავის შეძენა 2 ლარად და 51 თეთრად შეგიძლიათ 2 ნავთობკომპანიაში (Gulf და ლუკოილი), რაც შეეხება რეგულარის საწვავს, მისი ფასი ყველაზე მცირე მხოლოდ "ლუკოილშია" და ის 2 ლარს და 41 თეთრს შეადგენს.