15.აპრილი.2019 11:46
მსოფლიო

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა
დაახლოებით, მესამე კვირაა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე იზრდება. ღირებულების მატება 28 მარტიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ნიუ-იორკის ნავთობის ბირჟაზე იმ პერიოდში ღირებულება 59 დოლარი და 30 ცენტი იყო, ახლა კი, მისი ფასი 63 დოლარსა და 89 ცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ლონდონს, გასაკვირი არაა, რომ ტენდენცია აქაც მეორდება. 28 მარტის მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი და 82 ცენტი იყო, ახლა კი, 71 დოლარი და 55 ცენტია.

რაც შეეხება ფასზე მოქმედ ფაქტორებს, როგორც Business Day წერს, ამის მიზეზი ვენესუელას, ლიბიის და ირანის კოორდინირებული შეთანხმებაა OPEC-ის სხვა წევრებთან ერთად, ნავთობის მიწოდების შემცირებაზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მეორე კვარტალში ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან OPEC დიდი ალბათობით კვლავ ეცდება ზემოქმედება მოახდინოს ბაზარზე და მიწოდება შეამციროს, თუ გავითვალისწინებთ ნავთობის მიმწოდებელ ქვეყნებში პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფაქტორებს, ცხადია, რისკები კიდევ უფრო იზრდება.

oilnews-ის ინფორმაციით, საქართველოში, დაახლოებით, მე-5 კვირაა ბენზინის ფასები არ იცვლება. როგორც ჩანს, ნავთობკომპანიები, ჯერჯერობით, ინარჩუნებენ ღირებულებას, თუმცა გამორიცხული არაა, რომ უახლოეს მომავალში ფასები გაიზარდოს. ამჟამად ყველაზე იაფი ამ 5 კომპანიიდან „ლუკოილის“ ბენზინია. პრემიუმის შეძენა 2 ლარად და 32 თეთრად შეგიძლიათ, რეგულარის კი - 2 ლარად და 22 თეთრად. დანარჩენი წამყვანი ნავთობკომპანიების ფასი კი, სრულად გრაფიკზეა მოცემული.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

25.ივნისი.2019 00:20
87

Huawei აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წინააღმდეგ

ვრცლად
25.ივნისი.2019 00:10
117

კალათბურთის ლეგენდას Reebok-ის ყიდვა სურს

ვრცლად
24.ივნისი.2019 21:20
284

ზაზა ფაჩულია NBA-ის ფანებს საქართველოში ეპატიჟება

ვრცლად
24.ივნისი.2019 19:54
583

პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

ვრცლად
24.ივნისი.2019 18:50
418

Red Wings მგზავრებს საქართველოს ნაცვლად ერევანსა და მახაჩკალაში წაყვანას სთავაზობს

ვრცლად
24.ივნისი.2019 18:50
121

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, ლირა მყარდება

ვრცლად