მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობი 32 დოლარამდე გაიაფდა

568e22778e0de
BM.GE
07.01.16 12:29
1486
ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 33 დოლარს ჩამოსცდა და ბარელზე 32,97 დოლარი შეადგინა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ეს 2004 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გუშინ 4,7 პროცენტით შემცირდა. 3,9 პროცენტით შემცირდა WTI-ს ფასი.  ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასის მკვეთრ შემცირებაზე ჩინეთის საფონდო ბირჟების იდექსის ვარდნამ იქონია გავლენა.