მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს

5ce2c6baa9e03
თელარა გელანტია
20.05.19 20:10
401
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.

ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად ეს მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, ასევე საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისება და დაცვა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობა ქართულ საწარმოებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაღრმავებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

ელიზაბეთ რუდთან გამართულ შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.