მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ხვალ აჭარას ეწვევა

5d1112fa0ccdb
თელარა გელანტია
24.06.19 22:13
998
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხვალ აჭარას ეწვევა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომლის ერთ-ერთ ძირითად თემას ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოთი გამოწვეული შესაძლო ზიანის შემცირება წარმოადგენდა.

მინისტრი ამბობს, რომ მთავრობა მზადაა, გვერდში დაუდგეს ბიზნესს, რათა მაქსიმალურად შეარბილონ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და მათთან ერთად იმუშაონ სხვადასხვა გეგმაზე.

ამასთან, ნათია თურნავა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია ტურიზმისთვის და ეს შეეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს, მათ შორის - რუს ტურისტებს.

„ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო და ეს დადასტურებულია უამრავი რეიტინგით. აქედან გამომდინარე, ეს არის პირველი და ჩვენი მთავარი მესიჯი. დღევანდელი შეხვედრა არაა ამომწურავი; ეს იყო, ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილთან შეხვედრა, მაგრამ იყო მხოლოდ ერთი სეგმენტი. მე ხვალ ვაპირებ აჭარაში ჩავიდე და იქ შევხვდე ტურისტულ ბიზნესს, მცირე სასტუმროებს, შევხვდე საოჯახო სასტუმროებს. აჭარა ასევე ძალიან მნიშვნელვანია, რადგან იქ ახლა სეზონია დაწყებული და ეფექტი და გავლენა იქაც იქნება; ამ შეხვედრების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება კონკრეტული გეგმა“, - განაცხადა მინისტრმა.