მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას აფასებს

5d5d2a1235c71
თელარა გელანტია
21.08.19 15:24
913
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას შეეხებოდა, რაც თავის მხრივ, ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტს და მის მიერ საზოგადოებრივის მოძრაობის შექმნის დაანონსებას დაუკავშირა.

„ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება გადავიდა უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზე. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა კონკრეტული პირის მიმართ, ეს მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა და ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არცერთ პროექტში მონაწილეობა, არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, სასამართლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.