14.აგვისტო.2019 16:15
ეკონომიკა

ნათია თურნავა, შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ

ნათია თურნავა, შესაძლოა, პარლამენტში დაიბარონ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე".

საქმე იმაშია, რომ პარლამენტის წევრმა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა.

როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ითხოვდა ინფორმაციის მიღებას მთავრობის მთლიან ხედვაზე ტურიზმის მიმართულებით, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში სამინისტროდან მიღებულ პასუხში დეტალურად არ ჩანს ის გეგმები, რომლითაც მთავრობა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.

„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის" გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 16:30
87

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად