12.ივლისი.2019 10:48
ეკონომიკა

ნათია თურნავა: "მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა

ნათია თურნავა: "მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა
"მე წარმოვადგენ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის ევროპულ ერად აღიქვამდა და აღიქვამს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს" პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არამხოლოდ მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები და გათვალისწინებული რეფორმები, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი ერის არჩევანი და ის დაკვეთა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ასრულებს და შეასრულებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია გადაწყობილი და დაფუძნებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგზე. მისივე განცხადებით, ეს არის ძირითადი სტრატეგიის მთავარი ამოსავალი წერტილი - იქნება ეს განათლების, სიღარიბის დაძლევისა თუ ბიზნესის განვითარების სფერო.

„არავის უჩნდება კითხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან, თუ რამდენად წარმატებულად მივყვებით ამ გზას და ყველა აღიარებს ჩვენს წარმატებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩნდებიან შიგნით გარკვეული პოლიტიკური ძალები, ვინც თავის მოკლევადიანი კონიუნქტურიდან გამომდინარე, ხან რას დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ და ხან რას. თუმცა ვფიქრობთ, მოსახლეობა ხედავს, თუ რა არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი - რომ ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი", - განაცხადა ნათია თურნავამ გადაცემაში „მაესტროელებში".

23.ივლისი.2019 00:05
68

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
101

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
817

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
146

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
600

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
255

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად