25.ივნისი .2019 17:00

ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა

views 752
უკან

აჭარის ტურისტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქობულეთში, ისევე როგორც მთლიანად აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქციის მონაწილეებს მინისტრს სთხოვეს დახმარება, რათა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსეთიდან ტურისტების შენარჩუნებას მათთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების გამონახვაში, ასევე ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააჟღერეს თხოვნა, რომ მთავრობამ გაუწიოს მათ შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან სესხების მომსახურებისას შეღავათების გაწევის კუთხით. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ამ საკითხს ბანკების მმართველებთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა