ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს.
ლავროვმა ის პირობები დაასახელა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენს. რუსული ვებ-გვერდის lenta.ru-ს ინფორმაციით, ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია მოახსნას ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს სიტუაციის სტაბილიზებას ქვეყანაში და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავა ლავროვის განცხადებაზე საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველო უსაფრთხოა არამარტო რუსი, არამედ სხვა ქვეყნების ტურისტებისთვის, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. შესაბამისად, თუ რუსეთიც აღიარებს ამას, ქართული მხარე მხოლოდ მიესალმება.
„ამ განცხადების პათოსი არახალია. ზოგადად რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებზე და რუსი ტურისტების უსაფრთხო გარემოს არსებობა-არარსებობის პრობლემაზე, ამ თვალსაზრისით ჩვენ რაიმე სიახლე არ მოგვისმენია.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ადგილი. იგი უსაფრთხოა, ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის და თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს არის მისასალმებელი.
რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, მის დაკავშირებას რაიმე სხვა პრობლემატიკასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უსაფუძვლო.
ჩემი პასუხი 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდეგაც არის ერთიდაიგივე: საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ბაზარი და ეს აღიარებულია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ის არის უსაფრთხო, ის არის მიმზიდველი და ჩვენ ველით აქ რუს ტურისტებს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტურისტებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარე ამას დაინახავს, გაიზიარებს და ეს აისახება შემდეგ უფრო პოზიტიურ მიდგომებში“-აცხადებს ნათია თურნავა.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობას რუსულ მხარესთან, ნათია თურნავა პასუხობს:
„მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა არ დგას. შესაბამისად, რაიმე სხვა ქმედება ნეგატიური, რაც ამასთან იყო დაკავშირებული ესეც საფუძველსმოკლებულია. უსაფრთხოების პრობლემა არ არსებობს“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი