15.მაისი.2019 18:45
ეკონომიკა

ნათია თურნავა: “გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია“

ნათია თურნავა: “გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია“
“გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია“ – ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ამასთან, თურნავამ ქობულიასა და დეპუტატთა ნაწილის დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლისთვის არ მოუსმენია.

„არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა და მედევნებინა თვალ-ყური გიორგი ქობულიას გამოსვლისთვის. ამიტომ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსია, კარგი თეორეტიკოსი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ჩვენ მათ ახლა ვდგამთ და ვახორციელებთ“, – აღნიშნა თურნავამ, რომელიც სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთში იმყოფება.

ნათია თურნავა გიორგი ქობულიას მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, მინისტრად დაინიშნა.

ცნობისთვის: გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს შეხვდა. მასთან შეხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატები, უმრავლესობის ყოფილი და ასევე, რამდენიმე მოქმედი წევრი ესწრებოდა.

წყარო: 1tv.ge

27.მაისი.2019 09:00
33

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
307

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
184

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
640

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
166

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად